სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს.
კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი, ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე
ამბობს, „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“
გემზე დასაქმება ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გამიჭირდებოდა. სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ, აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

კოლეჯში ჩასარიცხ აპლიკანტების საყურადღებოდ!

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მინიმუმ საბაზო (9 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი;...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

კულინარიული თავგადასავალი-შუალედური შეფასება

კულინარიის ხელოვნების (დუალური პროგრამა) პროფესიული სტუდენტებისთვის შუალედური შეფასება ჩატარდა. პროფესიულ სტუდენტებს კომისია აფასებდა. ზემოთ გაგიზიარეთ რამდენიმე პროფესიული სტუდენტის რამდენიმე ნამუშევარი. ხემსის გარდა პროფესიულ სტუდენტებს ძირითად8ი კერძიც უნდა...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!