ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტრო „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, კოლეჯ ,,ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს სასწავლო ვიზიტს უნგრეთში (12–18 ოქტომბერი, 2026) პროფესიული განათლების ორი მასწავლებლებისთვის.
ეს არის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის ღვინის განათლების, პროფესიული მეღვინეობის პრაქტიკისა და ღვინის ტურიზმის სფეროების უშუალოდ გაცნობის.
განაცხადის წარმოდგენის ვადები: 1 სექტემბრიდან 2026 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის წარდგენა – 2026 წლის 01 სექტემბერი – 03 სექტემბერი;
II ეტაპი – განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 04 სექტემბერი;
III ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 07 სექტემბერი;
IV ეტაპი – შერჩევა – 2026 წლის 07 სექტემბერი.
მოთხოვნები:
ა) კოლეჯის „ბლექსი“ მოქმედი პროფესიული განათლების მასწავლებელი;
ბ) პროფესიულ განათლებაში მოღვაწეობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატი არ უნდა იყოს აღნიშნული პროექტის გასული წლების
მონაწილე;
დ) მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების
მასწავლებელი სავალდებულოდ უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B1 დონეზე (აღნიშნული
დასტურდება სერტიფიკატით ან გასაუბრებით).
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) სამოტივაციო წერილი
განაცხადი უნდა შემოიტანოთ EFLOW-ს მეშვეობით


