კოლეჯი „ბლექსში“ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყო საბუთების მიღება.
საბუთების წარმოდგენის ვადები 08 -11 სექტემბერი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მეურვის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ატესტატი);
• წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, 17 წელს მიღწეული პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება);
• სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში – ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.


