წარმატებული კურსდამთავრებულები

დათუნა მიქაუტაძე - შემდუღებელი

დათუნა მიქაუტაძე- კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ დასაქმდა. ამბობს, რომ სურდა პროფესიონალი შემდუღებელი გამხდარიყო და საზღვარგარეთ დასაქმებულიყო. ამ სურვილის ასრულებაში კი კოლეჯი „ბლექსი“ დაეხმარა. „ ყოველთის მინდოდა რომ ჩემს საქმეში მაქსიმუმს მიმეღწია. მემუშავა დიდ ქარხნებში ან ნავთობ მომპოვებელ პლათფორმაზე შემდუღებლად. შეუძლებელია საზღვარგარეთ მოყვარულმა შემდუებელმა დასაქმდეს. სწორედ კოლეჯში ნასწავლმა და მიღებულმა დიპლომმა განაპირობა ჩემი საზღვარგარეთ დასაქმება. რომ არა კოლეჯი „ბლექსი“ ალბათ ვერ ვიქნებოდი ისეთი პროფესიონალი როგორიც ეხლა ვარ“ . იხსნებეს კოლეჯში სწავლის პერიოდს: „ბათუმში ვცხოვრობდი. თითქმის ყოველ დღიურად ბათუმიდან შუახევში დავდიოდი. ამ ყველაფერში დავით ( დავით კონცელიძე) მასწავლებელი მეხმარეობდა, რადგანაც ისიც ბათუმიდან შუახევში დადიოდა. დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის იქ ყოფნა.“ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა - „მინდა კიდევ უფრო განვითარდე. მაქვს სამუშაო ვიზა და მსურს კანადაში მუშაობის დაწყება, რდგან ანაზღაურება მაღალია.

ნინო აბაშიძე
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

👛🧵ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულია. 2014 წელს ნინომ შექმნა ბრენდი „ნინია აბაშიძის ხელნაკეთი აქსესუარები“ და საკმაო წარმატებას მიაღწია საკუთარ ბიზნესში. 🇺🇸🇮🇹🇬🇷🇹🇷„ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე დიდი წარმატებაა ის, რომ მოვახერხე პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაც. ნაწარმი იყიდება ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში სადაც უკვე მყავს მომხმარებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც ჩემს მიერ შექმნილი აქსესუარების რეალიზებას ახდენენ თავიანთ ქვეყნებში“. 👪 ბლექსის ოჯახის წევრობა მხოლოდ ნინოს და მისი მეუღლის ბლექსელობით არ შემოიფარგლება, გასული წლის შემოდგომაზე ინტეგრირებულ მოდულურ პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ კოლეჯში ჩაირიცხა მათი შვილი – ერეკლე ჩარიევი. 📚👨‍💻„საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით კოლეჯში ჩაბარება ვურჩიეთ ჩვენს შვილს. ვიცით, რომ კოლეჯში საფუძვილიან განათლებას მიიღებს, კმაყოფილი იქნება გარემოთი და რაც მთავარია დასაქმდება უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლა მას მისცემს საშუალებას პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღოს სრული ზოგადი განათლება“. 👩‍🏫👨‍🏫 „კოლეჯმა მომცა სრულფასოვანი განათლება და სწორი მიმართულება. შედეგად მომხმარებელს ვთავაზობ დახვეწილ, სრულყოფილ, ხარისხიან პროდუქციას, სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ კოლეჯს ჰყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული“.

ანდრეი კუჭუხიძე
მზარეული

ვაგრძელებთ რუბრიკას👨‍🎓👨‍🏫 „კოლეჯის სტუდენტობიდან კოლეჯის პედაგოგობამდე“ და წარმოგიდგენთ სსიპ კოლეჯის „ბლექსი“ კულინარიის ხელოვნების მოდულური პროგრამის მასწავლებელს, დუალური პროგრამის ინსტრუქტორსა და სასტუმროს „რედისონ ბლუ ბათუმი“ სუ-შეფს👨‍🍳 ანდრეი კუჭუხიძეს. ✔️„დაუზოგავი შრომა დამჭირდა წარმატების მისაღწევად. ყოველი გადადგმული ნაბიჯი იყო რთული და პასუხისმგებლობით სავსე. თუმცა, ყოველთვის გააზრებული მქონდა, რომ ეს არ არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და კვლავ ვაგრძელებდი სწავლას. ვფიქრობ, ამ ეტაპზეც წარმატების დასაწყისში ვიმყოფები. ✔️ბლექსს აქვს დიდი შესაძლებლობა თითოეული სტუდენტი გახადოს წარმატებული რისთვისაც საჭიროა გინდოდეს, ინდომებდე და მიზანი დაისახო“ !!! ✔️ამ ეტაპზე ანდრეი სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ კულინარიის ხელოვნების დუალური პროგრამის 5 პროფესიული სტუდენტის ინსტრუქტორია. იგი წარმატებით ახორციელებს დაგროვებული ცოდნის, უნარების გაზიარებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.

ნაი კაკაბაძე
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს დაუკარგავს სურვილი თავისი გატაცება პროფესიულ საქმიანობად ექცია. 🧵👗👜 მეგობრის საშუალებით ნაიმ კოლეჯის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამაზე ჩაებარებინა, თავისი ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით. 👭 👚👖თავდაპირველად პროდუქციას თავისთვის და მეგობრებისთვის ამზადებდა, შემდგომ უკვე გარშემომყოფთა აღიარებამ მოტივაცია მისცა დაეწყო მის მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვა. დღეს ნაის აქვს სახელოსნო/სალონი და შოურუმი. მის ძირითად მიმართულებას ქალისა და მამაკაცის აქსესუარების დამზადება წარმოადგენდა, თუმცა კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ გააფართოვა საქმიანობის სფერო და ტანისამოსის შექმნაც დაიწყო. 🌐 პანდემიის პერიოდში, როგორც ყველა მეწარმე, ნაიც დადგა გამოწვევის წინაშე. მაგრამ მას საქმიანობა არ შეუწყვეტია, გააგრძელა პროდუქციის შექმნა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით მისი რეალიზება. 🏫📚როგორც ნაი აღნიშნავს, კოლეჯმა მისი ცოდნა აკადემიური გახადა, რაც აისახა მის საქმიანობაზე. სწავლის პერიოდში გაიუმჯობესა პრაქტიკული უნარები, გახდა თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. 👉 „მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს, რომლებიც თავდაუდაუზოგადავად ცდილობდნენ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოეცათ ჩვენთვის, რომლებიც ყოველდღიურად გვარწმუნებდნენ, რომ შეგვეძლო მიზნის მიღწევა და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ პროფესიულ ზრდაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება და შემდგომში დასაქმება, გამოიყენონ ეს შანსი, რადგან კოლეჯი სრულად იძლევა საშუალებას, თუნდაც სრულიად ახალდამწყებმა, სწავლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს პროდუქციის შექნა და მისი შემდგომში რეალიზება“. 🙏 კოლეჯი “ბლექსი” წარმატებებს უსურვებს NAI KAKABADZEს

მარიამ ჭაღალიძე
მზარეული

👉 ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის👩‍🍳 კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა ბლექსის დიდ ოჯახს და დაიწყო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ➡️„იყო მომენტი როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყავი აბიტურიენტი და ჩემს ირგვლივ ყველა ელოდებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტობას.👩‍🎓 თუმცა, ბაზრის მოთხოვნისა და მოკლე პერიოდში დასაქმების უპირობო პერსპექტივის გამო გადავწყვიტე კოლეჯში ჩაბარება“. ➡️მარიამი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა აქტიობებში ჩართულობით. იღებდა მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და კონფერენციებში. ➡️პრაქტიკის შემდეგ კარიერაში პირველი ნაბიჯები – “პიაცაპაბსა” და “ლა ბრიოშში” გადადგა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობითა, მიზანდასახულობით იკვლევდა გზას და არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, სწორედ ამიტომ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მიიღო რასაც ელოდა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინით აგრძელებს ცოდნის გაღრმავებას. ➡️„მომავალ სტუდენტებს ვეტყოდი: კოლეჯი იძლევა წინსვლისა და წარმატების საშუალებას. მთავარია მოინდომოთ. წარმატება თავისით არ მოდის, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ საკუთარი თავი გააუმჯობესო და წარმატებაც თავისით გიპოვის“.

სულიკო მახარაძე
მზარეული

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა. ,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება, მაგრამ სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მზარეულობა უფრო მიზიდავდა და სულ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამზარეულოსკენ გამირბოდა თვალი, მეც მინდოდა კერძები მომემზადებინა და დაგემოვნებაშიც მიმეღო მონაწილეობა. 2017 წელს დავამთავრე მზარეულის სპეციალობა, კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე გამაგზავნეს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა გამიფორმა შრომითი ხელშეკრულება. მინდა გადავუხადო მადლობა კოლეჯს, პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩემს კურატორს მაია მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმა და პიროვნულმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის სისწორეში. დღეს დასაქმებული ვარ სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას და ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“.

ედნარ მიქელაძე
სასტუმრო საქმიმწარმოებელი

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა. ,,ძალიან კმაყოფილი ვარ კოლეჯში სწავლით, ჰაუსქიფინგის მოდული შევისწავლე. ჩემს პედაგოგებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ სასტუმროს სპეციფიკა შემესწავალა. კოლეჯის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა, ჟესტური ენის პედაგოგებმა დაგვარწმუნეს მე და ჩემი მეუღლე, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ არ არსებობს შეუზღუდავი სივრცე შშმ პირებისთვის“. ,,დღეს ვმუშაობ, ძალიან მომწონს ,,ჰილტონში“ მუშაობა, კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც აქ არის. სასტუმროს პერსონალი ძალიან მეხმარება, ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია დაამყარონ და მუშაობაშიც დამეხმარონ. ურთიერთპატივისცემა გვაქვს. მომწონს აქაური გარემო და ვამაყობ, რომ ,,ჰილტონის“ თანამშრომელი ვარ“ – ედნარმა გაზეთ ,,ნეტგაზეთის“ ინტერვიუში განაცხადა“. ციტატის , ინფორმაციის ნაწილი გამოყენებულია – http://netgazeti.ge/ ვებ.გვერდიდან

პალინა ჯაღათაშვილი
მზარეული

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით. პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება, ჟესტური ენა ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

სალომე ჩხაიძე
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

სალომე 27 წლისაა და ქ. ბათუმის მაცხოვრებელია. მან 2014 წელს დაამთავრა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობა. სალომე დღეს ინდივიდუალური მეწარმეა. გახსნა სამკერვალო ატელიე ,,სალომეა“ და აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯთან. ,,კოლეჯში მეგობრის რჩევით მივედი, რომელსაც ყოველთვის მოსწონდა ჩემი ნამუშევრები და მირჩევდა განათლება პროფესიული კუთხით მიმეღო. მეც ვთვლიდი, რომ მონაცემები მქონდა, პროფესიონალების დახმარება და განათლება მესაჭირეობოდა. არ შევმცდარვარ არჩევანში. კოლეჯში საუკეთესო გარემო და პროფესიონალების გუნდია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამ გუნდის დახმარებით გავხსენი სამკერვალო ატელიე და ქალაქში ის ერთ-ერთი წარმატებულია. დღეს ,,სალომეა“ ,,ბლექსის“ პარტნიორია. ვთანამშრომლობ კოლეჯთან პროფესიული სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფილის მიზნით“.

ენვერ მეგრელიშვილი
ელექტრიკოსი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარმატებით გაიარა აღნიშნული კომპანიის კონკურსი, სწავლების განმავლობაში ღებულობდა სტიპენდიას (150 ლარის ოდენობით), გაირა სამთვიანი სტაჟირება, დასაქმდა ელექტრიკოსად, დღეს კი სხვა კომპანიის შპს ,,მირაჟიო“ თანამშრომელია. „სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი კოლეჯის ,,ბლექსი“ გვერდს, გადავხედე, დავათვალიერე მათი სურათები და დავინტერესდი. შემდეგ კოლეჯში გავიარე გასაუბრება, შეთავაზებულმა პირობამ დიდი გავლენა იქონია, სურვილი გამოვთქვი ელექტრიკოსის სპეციალობაზე სწავლების. არც შემცდარვარ არჩევანში. დღეს დასაქმებული ვარ, საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ჩემს პედაგოგებთან, დღემდე მაძლევენ პროფესიულ რჩევებს, მეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. მინდა ყველას ვურჩიო, რომ ისწავლონ კოლეჯში ,,ბლექსი“, სადაც დიდი ხელშეწყობაა სტუდენტის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

თორნიკე მარშანიშვილი
ბართენდერი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია. იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით. თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა. საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა. ,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო, კოლეჯის შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც ვარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები: ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი, სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“