სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს.
კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი, ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე
ამბობს, „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“
გემზე დასაქმება ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გამიჭირდებოდა. სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ, აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

ვაკანსია

პოზიციის დასახელება - სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ორგანიზაცია - სსიპ კოლეჯი "ბლექსი" მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4 განცხადების პერიოდი - 15.01.2026 – 31.01.2026 თანამდებობრივი სარგო...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!