პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ვენახის გაშენება და მოვლა“ რეგისტრაცია იწყება

7 თვეში, სახელმწიფოს დაფინანსებით, ისწავლე ვენახის გაშენება და მოვლა.
კოლეჯი „ბლექსი“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ვენახის გაშენება და მოვლა“ რეგისტრაციას იწყებს. პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე – www.vet.emis.ge
რეგისტრაციის ვადები: 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით
პროგრამის განხორციელების ადგილი – ქედის მუნიციპალიტეტი (აკაკი წერეთლის ქ. #4)
სწავლა დაიწყება 8 აპრილს.

განხორციელების ადგილი ქედა, ქედა, სოფ. გულები, 1-ლი ქუჩა, N9; ქედა, ქედა, სოფ. კოკოტაური, მე-11 ქუჩა, N6ა; ქედა, ქედა, სოფ. გოგიაშვილები, მე-3 ქ.N18; ქედა, აკ. წერეთლის ქ.N4. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა გასაუბრებაპარტნიორები შპს ძმები ავალიანები;ი/მ იბრაიმ დიასამიძე;ი/მ ,,ლაშა ზოიძე”. მისაღები ადგილების რაოდენობა 12. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ან რეგისტრაციის პროცესში დახმარებისათვის დაგვიკავშირდით: 577614446 ან 593 467 170

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. მსმენელები შეისწავლიან ვაზის ძირითადი საწარმოო ჯიშების და სახეობების გარჩევას, სავენახე ნიადაგის დამუშავებას, ვაზის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისგან, ვენახის აგროტექნიკული ღონისძიებების ჩატარებას და რთველის ორგანიზებას. სწავლების თეორიული ნაწილი განხორციელდება კოლეჯში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – სწავლებისთვის გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციების ვენახში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. სასწავლო პროცესი წარიმართება აგროკალენდარის მიხედვით, რომელიც მოდიფიცირდება აგროკლიმატური პირობებიდან გამომდინარე. პროგრამის ხანგრძლივობაა 26 კვირა, კვირეული საათობრივი დატვირთვა I-XIII კვირა 20 საათი; XIV- XXVI კვირა 14 საათი. სწავლების თეორიული ნაწილი შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარებ

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

📣"ბლექსელების" საყურადღებოდ! სასტუმრო Le Méridien Batumi აცხადებს კანასიებს. იხილეთ ჩამონათვალი: 📌ქოლ ცენტრის აგენტი 📌დესკის აგენტი 📌ბელმენი 📌მიმტანი 📌ჰოსთესი 📌F&B კაპიტანი 📌ბარმენი 📌ღია აუზის თანამშრომელი 📌სამრეცხაოს თანამშრომელი 📌ოთახის დამლაგებელი 📌მთავარი კონდიტერი 📌შეფ დეპარტი 📌დემი შეფი 📌მზარეული დამხმარე 📌ჭურჭლის მრეცხავი

სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

რეგისტრაცია იწყება! 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით კოლეჯი „ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს. სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ პორტალზე: https://vet.emis.ge/# კოლეჯი “ბლექსი” პროფესიული განათლების მიღებისა...

ვაკანსია

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის (მშენებლობის წარმოება /იატაკისა და ფილის სამუშაოები) პოზიციაზე. მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92ა განცხადების პერიოდი - 01.04.2024 - 12.04.2024 თანამდებობრივი სარგო - 20...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!