კოლეჯმა “ბლექსიმ” არაფორმალური განათლება 20 მაძიებელს უღიარა

კოლეჯმა „ბლექსმა“  არაფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად, 20 მაძიებელს  კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტი (სერტიფიკატს) გადასცა.

2023 წელს კოლეჯ “ბლექსიში“,  აჭარის დასაქმების სააგენტოს  მიზნობრივი პროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ ფარგლებში,  არაფორმალური განათლების აღიარება 4 პროგრამაზე: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, ელექტროობა და შედუღება მიმდინარეობდა.

2024  წელს  არაფორმალური განათლების აღიარება უკვე  11 პრიორიტეტულ პროფესიაზე იქნება შესაძლებელი: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი, საავტომობილო გზების მშენებლობა, შედუღება და  სამკერვალო წარმოება. ასევე მოსარგებელთა განაცხადის მიღების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა დაემატოს სხვა პროფესია.

კოლეჯი „ბლექსი“ აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ფინანსური მხარდაჭერით პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს.   საქართველოში  პირველად კოლეჯმა „ბლექსიმ“  2022 წელს დანერგა, არაფორმალური განათლების აღიარება. გაიცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი- სერტიფიკატები, ასევე  დიპლომი.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

ვაკანსია

პოზიციის დასახელება - სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ორგანიზაცია - სსიპ კოლეჯი "ბლექსი" მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4 განცხადების პერიოდი - 15.01.2026 – 31.01.2026 თანამდებობრივი სარგო...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!