პოზიციის დასახელება – სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
ორგანიზაცია – სსიპ კოლეჯი “ბლექსი”
მისამართი – ქედა, წერეთლის ქ. N4
განცხადების პერიოდი – 15.01.2026 – 31.01.2026
თანამდებობრივი სარგო – 1175.00 ლარი
ადგილების რაოდენობა – 1
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი
ფუნქცია მოვალეობები:
- სასწავლო ცხრილების შემუშავება;
- მოდულური პროგრამების სასწავლო ცხრილების ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში, მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
- კოლეჯში დასაქმებული პირების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი პირების სასწავლო პროცესში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი;
- მატერიალურ ჟურნალში/ელექტრონულ ჟურნალში პროფესიულ სტუდენტთა სწრებადობის აღრიცხვის კონტროლი, თვის ბოლო სასწავლო კვირაში და სამ სამუშაო დღეში eFlow – საშუალებით, ინფორმაციის წარმოდგენა იმ პროფესიულ სტუდენტთა შესახებ, რომელთაც გაცდენების გამო უნდა შეუწყდეთ სტატუსი;
- შეფასების უწყისის შედგენა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის მიწოდება;
- ჩართულობა საპროფორიენტაციო მუშაობაში;
- პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე დასწრების კონტროლი;
- სასწავლო პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
- შეფასების მტკიცებულებების და შეფასების უწყისების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
- პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა, მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;
- სამკითხველო ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
- პროფესიული სტუდენტებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსების წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება;
- პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის, სპორტული, კულტურულ – შემოქმედებითი და სხვა) მხარდაჭერა;
- მოქალაქეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განცხადებების კოლეჯის ოფიციალურ მისამართზე info@blacksea.edu.ge გადაგზავნა საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაში – “eflow“ რეგისტრირების მიზნით;
- პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
მუშაობის გამოცდილება: სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- უნდა იცნობდეს საქართველოს კანონს „პროფესიული განათლების შესახებ“;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება;
- სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
- კოლეჯის წესდებას;
- კოლეჯის შინაგანაწესს.
დამატებითი ცოდნა:
აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია – ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.
კონკურსის ეტაპები
| 1. განცხადების გადარჩევა | |
| 2. გასაუბრება |
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კოლეჯი „ბლექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

