ბლექსელი კულინარების სასწავლო ვიზიტი ესტონეთში გრძელდება.
საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, კულინარიის მიმართულების პროფესიული სტუდენტები ესტონეთის აგრარულ მუზეუმს ეწვივნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მარცვლეულისა და ხორბლის კულტურის განვითარებასა და კულინარიაში მის მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ესტონური ტრადიციული პურის მომზადების მასტერკლასში, სადაც პრაქტიკულად გაეცნენ ადგილობრივ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს.
მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი პროფესიული სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.


