უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ!
თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პარალელურად პორტალზე (
naec.ge), შესაძლებლობა გაქვთ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიოთ სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
კოლეჯი ,,ბლექსი“ გთავაზობთ ორ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უფასო სწავლებას:
• მოდის ტექნოლოგია და დიზაინი
• კომპიუტერული ქსელი და სისტემები
რეგისტრაციის გთხოვთ გაითვალისწინეთ შერჩეული მესამე საგნის შესაბამისობა კოლეჯ ,,ბლექსის“ სასწავლო პროგრამებთან.

მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი საგნი: მათემატიკა ან ფიზიკა.

მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე ,,მოდის ტექნოლოგია და დიზაინი“ სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი სამი საგნიდან: მათემატიკა, ისტორია და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

+995 422 24 77 50

info@blacksea.edu.ge