კოლეჯმა „ბლექსმა“ არაფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად, 20 მაძიებელს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტი (სერტიფიკატს) გადასცა.
2023 წელს კოლეჯ “ბლექსიში“, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ ფარგლებში, არაფორმალური განათლების აღიარება 4 პროგრამაზე: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, ელექტროობა და შედუღება მიმდინარეობდა.
2024 წელს არაფორმალური განათლების აღიარება უკვე 11 პრიორიტეტულ პროფესიაზე იქნება შესაძლებელი: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი, საავტომობილო გზების მშენებლობა, შედუღება და სამკერვალო წარმოება. ასევე მოსარგებელთა განაცხადის მიღების მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა დაემატოს სხვა პროფესია.
კოლეჯი „ბლექსი“ აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ფინანსური მხარდაჭერით პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს. საქართველოში პირველად კოლეჯმა „ბლექსიმ“ 2022 წელს დანერგა, არაფორმალური განათლების აღიარება. გაიცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი- სერტიფიკატები, ასევე დიპლომი.