კოლეჯ ,,ბლექსის“ მონაწილე იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის.
კოლეჯის დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
კონფერენციაზე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) არჩეული პრეზიდენტი 2027 წლიდან, პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) გენერალური მდივანი ალგირდას უტკუსი, FIBAA-ის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი რებეკა ველკერი, და WFME-ის ყოფილი პრეზიდენტი, NCEQE-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი დევიდ გორდონი


