კოლეჯი ,,ბლექსი“ მწვანე უნარების მდგრადობისთვის! ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლები ნათია მესხორაძე და მამუკა მელაძე ,,კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციისთვის ” 3 დღიან ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგის თემა მდგრადობა, მწვანე გასტრონომია; ეკოლოგიაზე ზრუნვა; კულინარიული ნარჩენების მართვა და კომპოსტირება. ტრენინგის ორგანიზატორი იყო ,,ქეა კავკასია’’, რომელიც ესპანურ მდგრადი რესტორნების ფედერაციასთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს “მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის”