მარიამ ჭაღალიძე

? ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის?‍? კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა ბლექსის დიდ ოჯახს და დაიწყო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ➡️„იყო მომენტი როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყავი აბიტურიენტი და ჩემს ირგვლივ ყველა ელოდებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტობას.?‍? თუმცა, ბაზრის მოთხოვნისა და მოკლე პერიოდში დასაქმების უპირობო პერსპექტივის გამო გადავწყვიტე კოლეჯში ჩაბარება“. ➡️მარიამი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა აქტიობებში ჩართულობით. იღებდა მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და კონფერენციებში. ➡️პრაქტიკის შემდეგ კარიერაში პირველი ნაბიჯები – “პიაცაპაბსა” და “ლა ბრიოშში” გადადგა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობითა, მიზანდასახულობით იკვლევდა გზას და არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, სწორედ ამიტომ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მიიღო რასაც ელოდა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინით აგრძელებს ცოდნის გაღრმავებას. ➡️„მომავალ სტუდენტებს ვეტყოდი: კოლეჯი იძლევა წინსვლისა და წარმატების საშუალებას. მთავარია მოინდომოთ. წარმატება თავისით არ მოდის, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ საკუთარი თავი გააუმჯობესო და წარმატებაც თავისით გიპოვის“.

წარმატებული სტუდენტები:

ედნარ მიქელაძე

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა. ,,ძალიან კმაყოფილი ვარ...

ანდრეი კუჭუხიძე

ვაგრძელებთ რუბრიკას?‍??‍? „კოლეჯის სტუდენტობიდან კოლეჯის პედაგოგობამდე“ და წარმოგიდგენთ სსიპ კოლეჯის „ბლექსი“ კულინარიის ხელოვნების მოდულური პროგრამის მასწავლებელს, დუალური პროგრამის ინსტრუქტორსა და სასტუმროს „რედისონ ბლუ ბათუმი“ სუ-შეფს?‍? ანდრეი...

ბოლო სიახლეები

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

Microsoft to Start Gaming Development Systems in March

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატთა შერჩევა

კოლეჯ ,,ბლექსის" სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით(პროფესიული განათლების მასწავლებლის კვოტა) არჩევნები ჩატარდა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა რჩეული გახდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კონდიტერიის" ხელმძღვანელი ნათია მესხორაძე. არჩევნებში 5...