ედნარ მიქელაძე

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა. ,,ძალიან კმაყოფილი ვარ კოლეჯში სწავლით, ჰაუსქიფინგის მოდული შევისწავლე. ჩემს პედაგოგებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ სასტუმროს სპეციფიკა შემესწავალა. კოლეჯის ადმინისტრაციამ, პედაგოგებმა, ჟესტური ენის პედაგოგებმა დაგვარწმუნეს მე და ჩემი მეუღლე, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ არ არსებობს შეუზღუდავი სივრცე შშმ პირებისთვის“. ,,დღეს ვმუშაობ, ძალიან მომწონს ,,ჰილტონში“ მუშაობა, კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც აქ არის. სასტუმროს პერსონალი ძალიან მეხმარება, ცდილობენ ჩემთან კომუნიკაცია დაამყარონ და მუშაობაშიც დამეხმარონ. ურთიერთპატივისცემა გვაქვს. მომწონს აქაური გარემო და ვამაყობ, რომ ,,ჰილტონის“ თანამშრომელი ვარ“ – ედნარმა გაზეთ ,,ნეტგაზეთის“ ინტერვიუში განაცხადა“. ციტატის , ინფორმაციის ნაწილი გამოყენებულია – http://netgazeti.ge/ ვებ.გვერდიდან

წარმატებული სტუდენტები:

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ...

ბოლო სიახლეები

Here’s a New Way to Take Better Photos for Social Media

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

ახალი მემორანდუმი

კოლეჯ ,,ბლექსსა“ და კომპანია ,,მაქსველ ელექტრონიქს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ერთმანეთთან პროფესიული მომზადების პროგრამის ,,ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში“ ითანამშრომლებენ, როგორც სწავლების ასევე...