თორნიკე მარშანიშვილი

თორნიკე მარშანიშვილი – 20 წლის ქ. ლანჩხუთის მაცხოვრებელია. 2017 წელს დაამთავრა კოლეჯის ,,ბლექსი“ ბართენდერის მოდულური პროგრამა, სწავლების პერიოდში დაიწყო მუშაობა კაფე-ბარში ,,პრივეტ იზ ბატუმა“ და დღეს მათი თანამშრომელია. იგი სწავლების პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში. იყო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით, თავაზიანობითა და პასუხისმგებლობით. თორნიკე ,,ბართენდერის“ მოდულურ პროგრამაზე სწავლების პერიოდში პრაქტიკულ უნარებთან ერთად ზოგად კომპეტენციებსაც დაეუფლა. საკუთარი ინიციატივით გაიარა გასაუბრება კაფე – ბარის მენეჯერთან და შეძლო მისი დარწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო, შეძენილი ჰქონდა ისეთი პრატიკული უნარები, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევდა. ,,მიხარია, რომ არჩევანი სსიპ კოლეჯზე ,,ბლექსი“ გავაკეთე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ კოლეჯში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები და კარგი ატმოსფერო იყო, კოლეჯის შეთავაზებული პირობებით და სწავლების ხარსიხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კოლეჯმა ბევრი რამ მასწავლა, კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება წამოვიღე მათგან, დღეს დასაქმებულიც ვარ, ჩემს საყვარელ საქმიანობას ვემსახურები და ვდილობ დავიცვა ბართენდერი წესები: ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ, შენზეა დამოკიდებული მათი გუნება – განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი, სანამ შენთან მოვიდოდა. შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა.“

წარმატებული სტუდენტები:

კოლეჯ ,,ბლექსის” ელექტრიკოსი სტიპედიანტები

კოლეჯ ,,ბლექსის" პროფესიული სტუდენტები ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia-ს სტიპედიანტები გახდნენ. ანრი ბერიძე და იუსუფ ჭელიძე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ელექტროობა" უკვე რამდენიმე თევა  სწავლობენ. კოლეჯი...

მეგი კახიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი...

ბოლო სიახლეები

Samsung Gear VR Gets Refreshed With a Touch Controller

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

გერმანელი სტუმრები კოლეჯში

გერმანიის თიურინგიის მიწის ქალაქ ერფურტის სახელობო პალატის და გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ”-ის წარმომადგენლები კოლეჯ ,,ბლექსს" სტუმრობდნენ. კოლეჯის დირექტორთან გიორგი გოგიტიძესთან გაიმართა მოლაპარაკება სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობის...

“ღვინის ტექნიოლოგიის დამუშავება- გადაცემა “დილის თალღა”

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში     დილის ტალღა / Dilis Talga კოლეჯ "ბლექსის" წარმომადგენლებმა  მომზადების პროგრამის  "ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება“ ისაუბრეს.  გადაცემის სტუმრები იყვენენ:  მირანდა გორგილაძე...