პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით. პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება, ჟესტური ენა ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

წარმატებული სტუდენტები:

ვაჟა ირემაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულს ვაჟა ირემაძეს. პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ღვინის ტექნოლოგიების მსმენელი 18 კვირის განმავლობაში სწავლობდა. ვაჟას საოჯახო მეურნეობა აქვს. „კარგი და ხარისხიანი ღვინის დაწურვა/დავარგება, მოითხოვს...

ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი...

ბოლო სიახლეები

Your Instagram Could Soon Start to Make You Big Money

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯში ,,ბლექსი" რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე აისახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელი მონიშვნა გააკეთოთ...

პირველკურსელთათვის სწავლა დაიწყო

კოლეჯ ,,ბლექსიში" სწავლა დაიწყო. პირველკურსელთა ნაწილი პროფესიულ განათლებაში პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. დახვედრის ცერემონიაზე პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ მიმართა. სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს...