ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს დაუკარგავს სურვილი თავისი გატაცება პროფესიულ საქმიანობად ექცია. ??? მეგობრის საშუალებით ნაიმ კოლეჯის შესახებ გაიგო და გადაწყვიტა „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამაზე ჩაებარებინა, თავისი ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით. ? ??თავდაპირველად პროდუქციას თავისთვის და მეგობრებისთვის ამზადებდა, შემდგომ უკვე გარშემომყოფთა აღიარებამ მოტივაცია მისცა დაეწყო მის მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვა. დღეს ნაის აქვს სახელოსნო/სალონი და შოურუმი. მის ძირითად მიმართულებას ქალისა და მამაკაცის აქსესუარების დამზადება წარმოადგენდა, თუმცა კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ გააფართოვა საქმიანობის სფერო და ტანისამოსის შექმნაც დაიწყო. ? პანდემიის პერიოდში, როგორც ყველა მეწარმე, ნაიც დადგა გამოწვევის წინაშე. მაგრამ მას საქმიანობა არ შეუწყვეტია, გააგრძელა პროდუქციის შექმნა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით მისი რეალიზება. ??როგორც ნაი აღნიშნავს, კოლეჯმა მისი ცოდნა აკადემიური გახადა, რაც აისახა მის საქმიანობაზე. სწავლის პერიოდში გაიუმჯობესა პრაქტიკული უნარები, გახდა თავდაჯერებული და დამოუკიდებელი. ? „მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელს, რომლებიც თავდაუდაუზოგადავად ცდილობდნენ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მოეცათ ჩვენთვის, რომლებიც ყოველდღიურად გვარწმუნებდნენ, რომ შეგვეძლო მიზნის მიღწევა და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ პროფესიულ ზრდაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება და შემდგომში დასაქმება, გამოიყენონ ეს შანსი, რადგან კოლეჯი სრულად იძლევა საშუალებას, თუნდაც სრულიად ახალდამწყებმა, სწავლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს პროდუქციის შექნა და მისი შემდგომში რეალიზება“. ? კოლეჯი “ბლექსი” წარმატებებს უსურვებს NAI KAKABADZEს

წარმატებული სტუდენტები:

ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი...

მეგი კახიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი...

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“ მომხსენებლებისთვის, ფასილიტატორებისთვის და მონაწილეებისთვის სიგელების გადაცემით დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე შედუღება მოტივაციური გასაუბრება გაიმართება  20 სექტემბერს. გასუაბრება ჩატარდება  კოლეჯ "ბლექსის" შუახევის მისამართზე:  ი. ჭავჭავაძის #8 გამოცდის შესახებ ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ: თქვენს მიერ რეგისტრირებულ...

Images from Hundreds of PCs & Control Systems Available

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...