ვაჟა ირემაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულს ვაჟა ირემაძეს.

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ღვინის ტექნოლოგიების მსმენელი 18 კვირის განმავლობაში სწავლობდა.

ვაჟას საოჯახო მეურნეობა აქვს. „კარგი და ხარისხიანი ღვინის დაწურვა/დავარგება, მოითხოვს ამ სფეროში მეტ ცოდნას, შესაბამისად გადავწყვიტე სწავლა და ჩავაბარე კოლეჯ „ბლექსიში“-გვიყვება ვაჟა ირემაძე.

ამბობს რომ დასაწყისში სწავლა  ნაკლები მოლოდნით დაიწყო. „წარმომედგინა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ვერ იქნებოდა ყველა ის შესაძლებლობა, რაც საჭირო იყო  მეღვინეობის სწავლისთვის, მაგრამ შევცდი. კოლეჯი „ბლექსი“  და პროფესიული სწავლება არის შესაძლებლობა მოკლე დროში დაეუფლო პროფესიას“

სწავლის დასრულების შემდეგ ღვინის ქარხანაში მუშაობა დაიწყო, პარალელურად კი  მიღებულ ცოდნას საოჯახო მეურნეობის განვითარებაში იყენებს. „სწავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი“- ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული.

სამომავლოდ ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების გაგრძელებას აპირებს. „ამ დარგში ძლიერი მეღვინე ვიქნები“- ამბობ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული ვაჟა ირემაძე.

წარმატებული სტუდენტები:

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

დათუნა მიქაუტაძე

დათუნა მიქაუტაძე - კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე...

ბოლო სიახლეები

რეგისტრაცია დაიწყო გარემო დაცვითი მიმართულებით პროგრამებზე

რეგისტრაცია დაიწყო საგანგებო სიტუაციების მართვა (გარემოს დაცვა) გარემოსდაცვითი მონიტორინგი ნარჩენების მართვა სწავლა უფასოა/ აფინანსებს პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზეhttps://vet.emis.ge/#/training-programs დაშვების წინაპირობა: 18წელი/...

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ,,ელექტროობა’’ - შემდეგი მოდულების განსახორციელებლად: 1. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები 2. ელექტრული წრედები 3. მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4. ელექტრული ტექნოლოგია 5. ელექტრული...

სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატთა შერჩევა

კოლეჯ ,,ბლექსის" სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით(პროფესიული განათლების მასწავლებლის კვოტა) არჩევნები ჩატარდა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა რჩეული გახდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კონდიტერიის" ხელმძღვანელი ნათია მესხორაძე. არჩევნებში 5...