ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული კოლეჯი “ბლექსი”

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული 3 კატეგორიაში კოლეჯი „ბლექსი“ გახდა.

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი- ზებურ ბოლქვაძე (კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-მეფუტკრეობა, პროგრამა ქედის მისამართზე ხორციელდება).

წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი-ვლადა ხიმენკო (კოლეჯ ,,ბლექსის’’ IT მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი)

2023  წლის საუკეთესო ინსტრუქტორი- ხათუნა აბულაძე (Hilton Batumi შეფ მზარეული, კოლეჯ ,,ბლექსის’’ კულინარიის ხელოვნების დუალური პროგრამის ინსტრუქტორი. მას სპეციალური პრიზი პროფესიული უნარების სააგენტომ გადასცა.

2023 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მფლობელი წელს  კომპანია „ბკ ქონსთრაქშენი“ გახდა.

წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური პრიზები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო   ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები.

ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდო 2017 წელს დაფუძნდა აშშ მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

,,ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში” რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ

პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ! მოტივაციური გასაუბრება გაიმართება 23 ოქტომბერს გელოდებით მ.ლერმონტოვის 92 ა. დამუხტე და გაანათე მომავალი  

აპლიკანტთა საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები" რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! გილოცავთ, ვინც უკვე გადალახეთ გამოცდის პირველი ეტაპი- ტესტირება გამოცდის მეორე ეტაპი- მოტივაციური გასაუბრება...

აპლიკანტთა ტესტირება

კოლეჯ ,,ბლექსში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები" რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! 2025 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება რაოდენობრივ წიგნიერებაში 12...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!