ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

ხანგრძლივობა:

14 კვირა

პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან ,გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად ორგანიზება გაუკეთონ სამუშაო ადგილს და მოამზადონ საშემდუღებლო მოწყობილობა, შეარჩიონ  შედუღების რეჟიმები; უსაფრთხოების წესების დაცვით განახორციელონ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადება. შეასრულოს არგონული შედუღება  სხვადასხვა მასალების, სივრცული მდებარეობისა  და დენის სახეობის მიხედვით; უზრუნველყოს შედუღებით შესრულებული სამუშაოს  დოკუმენტირება. გადამზადების  პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული  უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. ლექციები ინტერაქტიულ ფორმაში ჩატარდება, ფართოდ იქნება  გამოყენებული პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება და  სასწავლო მასალების დემონსტრირება. მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, ქეისების (შემთხვევების) ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება)   პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის შედეგის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და უნარი. მიღებული ცოდნა და უნარები  ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ნებისმიერ კომპანიაში, სადაც საჭიროა არგონული შედუღების განხორციელება. ასევე  შესაძლებელია თვითდასაქმება.

სხვა პროგრამები:

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მექანიზმი,...

სასტუმრო მომსახურება

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს სასტუმრო მომსახურების სპეციალისტები. სწავლის შედეგები: • განახორციელოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურა; • უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება; • შეასრულოს სასტუმროს შიდა,...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...