ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება

ხანგრძლივობა:

18 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მეღვინის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას, ღვინის ტექნოლოგიური დამუშავებას შეძლებს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის რეგულაციების, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობა – ყურძნის ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა, საღვინე ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა – დეზინფექცია, ყურძნის გადამუშავება და ღვინის ჩამოყალიბება, ღვინის დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი, ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება და ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

კურსდამთავრებულს შეუძლია:

-ყურძნის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა;
-ღვინის ხარისხის და უვნებლობის დაცვა;
-ყურძნის გადამუშავება, ტკბილის ალკოჰოლური დუღილი და ღვინის ჩამოყალიბება;
-სხვადასხვა ტექნოლოგიებით ღვინის დამზადება, დავარგება, მოვლა და ხარისხის კონტროლი;
-ღვინის სარეალიზაციოდ მომზადება;
-ღვინის დეგუსტაციის ორგანიზება.

სხვა პროგრამები:

სასტუმროს მომსახურება

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის სასტუმრო საქმის სპეციალისტების მომზადება. დასაქმების შესაძლებლობები: სასტუმრო საქმის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს საოჯახო ტიპისა და მცირე ტიპის...

ელექტრული მონტაჟი შენობებსა და მცირე საწარმოებში

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კონკრეტელი ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს დაბალი ძაბვის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას შენობებსა და მცირე საწარმოო გარემოში. შეძლებს...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...