კომპიუტერული ქსელი და სისტემები

ხანგრძლივობა:

2 წელი

პროგრამის მიზანი – კომპიუტერულ ქსელისა და სისტემების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვსსფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
• Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
• ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური
ადმინისტრირება;
• ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
• დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
• ფაილური და ბეჭდვის სერვერის ბაზისური მართვა;
• სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
• Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
• Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
• Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
• კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
• სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
• დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
• კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
• ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება.

დასაქმების შესაძლებლობები:

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.

სხვა პროგრამები:

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

სერვისი და სერვირება

პროგრამის მიზანია  უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში  კვების ობიექტებზე სერვისის სწორად გამართვას და ტურიზმის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.     კურსდამთავრებულს შეუძლია: სხვადასხვა...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

მეფუტკრეობა

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და მათთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნის მიცემა, შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რათა...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...