კომპიუტერული ქსელი და სისტემები

ხანგრძლივობა:

ინტეგრირებული- არაინტეგრირებული 2 წელი/18 თვე

პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

დასაქმების შესაძლებლობები: კომპიუტერული ქსელისა და სისტემების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior) ადმინისტრატორად.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: ინტეგრირებული- საბაზო განათლება/სწავლების ხანგრძლივობა 2 წელი
არაინტეგრირებული- სრული ზოგადი განათლება/ სწავლების ხანგრძლივობა 18 თვე

კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერა;
იმუშაოს მობილურ და ლინუქს ოპერაციულ სისტემებთან;
დაამონტაჟოს და გამართოს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელი;
დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
გამართოს ბაზისურად კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;
უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაცია და მარშუტიზაცია;
გამართოს ბაზისურად VOIP ტელეფონია;
გამართოს ბაზისურად Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისები;
გამართოს ბაზისურად Linux სერვერული ოპერაციული სისტემა;
გამართოს ბაზისურად სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგია;
გამოიყენოს Cloud პლატფორმები;
უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

სხვა პროგრამები:

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრი - მოდის ტექნოლოგ - დიზაინერი,, რომელიც მის მიერ შექმნილი ესკიზისა და კონსტრუქციული ნახაზის...

ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ...

ხელით ელექტრო-რკალური შედუღება

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს ან საქმიანობა...