კოლეჯ ,,ბლექსის“ წარმომადგენლები ათენში Erasmus + პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
კოლეჯი პროექტში ‘’Laying the Foundations’’ ჩართულია.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო: მენტორობის გაგებასა და ძირითადი მენტორული შესაძლებლობები გამოვლენას. (აქტიური მოსმენა, რეფლექსური კითხვები და ინკლუზიური მენტორობა.) სასწავლო საჭიროებების გაცნობა პრაქტიკული და ჯგუფური სავარჯიშოების გამოყენებით.

ტრენინგის მეორე დღის თემა იყო: მენტორობის პრაქტიკა და განხორციელების დაგეგმვა სტუდენტების მოტივაცია, სწავლის სურვილისა და კარიერული ორიენტაციის მხარდაჭერა (პროფესიული საზღვრები, კონფიდენციალობა და ციფრული/AI-ზე ცნობიერი მენტორობა როლური თამაშები (“მენტორობა პრაქტიკაში”) და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადებული მენტორები პროექტის მონაწილე კოლეჯებში პროფესიული სტუდენტებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ.
საქართველოს გარდა, პროექტის მონაწილეა 5 ქვეყნა: იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი.
პროექტი ‘’Laying the Foundations’’ მიზნად ისახავს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სტუდენტებს შესძინოს კომპეტენციები, განივითარონ რბილი უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე.
პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროფესიული განათლებისა და გაძლიერება.
პროექტი ოთხ ძირითადად მიმართულებას მოიცავს:
1. სტუდენტთა კომპეტენციების გაძლიერება;
2. სწავლების ხარისხის გაუმჯობესება (Quality & Capacity Building);
3. ინკლუზიურობის ხელშეწყობა;
4. პარტნიორობა და თანამშრომლობა -გამოცდილების გაზიარება.
პროექტ ‘’Laying the Foundations’’-ის მისია არის პროფესიული განათლების მიღების პროცესში ინკლუზიურობისა და ინოვაციური მიდგომების გაძლიერება. ციფრული წიგნიერების ხელშეწყობითა და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნით.


