კონკურსი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის

კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის „კვალიფიკაციის ამაღლების“ მიზნით.
პროგრამა მოიცავს სასწვლო პროცესის დაკვირვებას, სტუდენტებთან კითხვა-პასუხს,
კოლეგებთან კონსულტაციას, თემატურ ვორქშოფებს და სასაწვლო ვიზიტებს.
განხორციელების ადგილი – ავეირო, პორტუგალია ხანგრძლიობა – 8-15 სექტემბერი, 2025 (7 დღიანი პროგრამა). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის – „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში პროფესიული მასწავლებლების „კვალიფიკაციის ამაღლების“ საგრანტო საკონკურსო პირობები და მოთხოვნები:
,,ტურიზმის მიმართულები პროფესიული პროგრამების პროფესიული მასწავლებლების პროფესიული დაკვირვება“ პროგრამაზე ადგილების რაოდენობა – 2.
„პროფესიული დაკვირვების პროგრამა ინკლუზიურ განათლებაში“ პროგრამაზე ადგილების რაოდენობა – 3.
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის წარდგენა – 2025 წლის 04 ივნისი – 11 ივნისი;
II ეტაპი – განაცხადების გადარჩევა – 2025 წლის 11 ივნისი – 13 ივნისი;
III ეტაპი – გასაუბრება – 2025 წლის 17 ივნისი;
IV ეტაპი – შერჩევა – 2025 წლის 20 ივნისი.
მოთხოვნები:
ა) კოლეჯის „ბლექსი“ მოქმედი პროფესიული განათლების მასწავლებელი,
ბ) პროფესიულ განათლებაში მოღვაწეობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება,
დ) კონკურსში მონაწილე კანდიდატი არ უნდა იყოს აღნიშნული პროექტის გასული წლების მონაწილე.
სასურველი მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ,
ბ) სამოტივაციო წერილი,
ბ) პრეზენტაცია.
დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე info@blacksea.edu.ge
📌საგრანტო საკონკურსო პირობები და მოთხოვნები: https://docs.google.com/document/d/1i93-sH_bKojfxZlE1v6G0f_vwO_majwq/edit?tab=t.0
📌საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიულ განათლების მასწავლებელთა შესარჩევად შეფასების ფორმა
https://docs.google.com/document/d/1UMALsyjAwA0vZQE6mKYcB80liwOpLd8h/edit?tab=t.0
📌ბმულზე იხილეთ პროგრამა: https://docs.google.com/document/d/1DG-6jsAP9VeUoMbu69QeTGg-47O_z7Wc/edit?tab=t.0

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

კერძების მომზადების ტექნოლოგია-რეგისტრაცია

14 კვირაში გახდი მზარეული- პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,კერძების მომზადების ტექნოლოგიაზე რეგისტრაცია იწყება". სწავლა უფასოა. რეგისტრაციის პერიოდი: 10/12/2025-15/01/2026 რეგისტრაცია გაიარეთ საიტზე: https://vet.ge/ ან დაგვიკაშვირდით: 593467170

მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი-რეგისტრაცია

აჭარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ დაიწყო. გადამზადება 8 კვირაში. ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც დაწესებულებაში...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!