ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარმატებით გაიარა აღნიშნული კომპანიის კონკურსი, სწავლების განმავლობაში ღებულობდა სტიპენდიას (150 ლარის ოდენობით), გაირა სამთვიანი სტაჟირება, დასაქმდა ელექტრიკოსად, დღეს კი სხვა კომპანიის შპს ,,მირაჟიო“ თანამშრომელია. „სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი კოლეჯის ,,ბლექსი“ გვერდს, გადავხედე, დავათვალიერე მათი სურათები და დავინტერესდი. შემდეგ კოლეჯში გავიარე გასაუბრება, შეთავაზებულმა პირობამ დიდი გავლენა იქონია, სურვილი გამოვთქვი ელექტრიკოსის სპეციალობაზე სწავლების. არც შემცდარვარ არჩევანში. დღეს დასაქმებული ვარ, საუკეთესო ურთიერთობა მაქვს ჩემს პედაგოგებთან, დღემდე მაძლევენ პროფესიულ რჩევებს, მეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. მინდა ყველას ვურჩიო, რომ ისწავლონ კოლეჯში ,,ბლექსი“, სადაც დიდი ხელშეწყობაა სტუდენტის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

წარმატებული სტუდენტები:

სალომე ჩხაიძე

სალომე 27 წლისაა და ქ. ბათუმის მაცხოვრებელია. მან 2014 წელს დაამთავრა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობა. სალომე დღეს ინდივიდუალური მეწარმეა. გახსნა სამკერვალო...

ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი...

ბოლო სიახლეები

განახლებული დუალური პროგრამები – შეხვედრა

მალე კოლეჯში ,,ბლექსი“ განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო დუალური პროგრამები. „სასტუმრო მომსახურების“ და ,,სარესტორნო მომსახურების“ დუალური პროგრამები ახალი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავდა. კოლეჯ ,,ბლექსის“ და...

Facebook Now Lets You Post High Quality Images in Albums

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

კოლეჯ ,,ბლექსს“ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი სტუმრობდა

კოლეჯ ,,ბლექსის“ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი სტუმრობდა. კოლეჯის შუახევის მისამართზე ირინე მარგიშვილმა სასწავლებლის დირექტორთან გიორგი გოგიტიძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო აუდიტორიები, ადგილზე გაცენო...