სულიკო მახარაძე

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა. ,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება, მაგრამ სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მზარეულობა უფრო მიზიდავდა და სულ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამზარეულოსკენ გამირბოდა თვალი, მეც მინდოდა კერძები მომემზადებინა და დაგემოვნებაშიც მიმეღო მონაწილეობა. 2017 წელს დავამთავრე მზარეულის სპეციალობა, კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე გამაგზავნეს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა გამიფორმა შრომითი ხელშეკრულება. მინდა გადავუხადო მადლობა კოლეჯს, პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩემს კურატორს მაია მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმა და პიროვნულმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის სისწორეში. დღეს დასაქმებული ვარ სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას და ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“.

წარმატებული სტუდენტები:

მარიამ ჭაღალიძე

? ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის?‍? კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

ბოლო სიახლეები

შეხვედრა სამხედროებთან

იქ, სადაც საქართველოა. ქ. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შევხდით. შეხვედრის მიზანი იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებიც კონკრეტულ...

ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული კოლეჯი “ბლექსი”

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული 3 კატეგორიაში კოლეჯი „ბლექსი“ გახდა. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი- ზებურ ბოლქვაძე (კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-მეფუტკრეობა, პროგრამა ქედის...

ვაკანსია ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი- ქედა განცხადების მიღების პერიოდი - 20 მაისი-20 ივნისი დეტალურ ინფორმაციას გაეცანით: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=722738 ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს...