სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს

სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე მუშაობისა პერიოდში არის ჩაწერილი.

კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი,  ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,  იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია  ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცეებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე

ამბობს,  „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“

გემზე დასაქმება   ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გაუჭირდებოდა.  სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ,  აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე.

წარმატებული სტუდენტები:

მეგი კახიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი...

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

ბოლო სიახლეები

სამუშაო ვიზიტი ვალგაში

ესტონეთში, ვალგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება კოლეჯ ,,ბლექსის" დირექტორი. გიორგი გოგიტიძემ, მის კოლეგასთან კოლეჯ ,,ახალი ტალღის" დირექტორთან ერთად, ვალგამას პროფესიული სწავლების ცენტრში ...

“უვიზოდ ევროპაში”, IOM-ის საინფორმაციო შეხვედრა “ბლექსიში”

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის წესებისა და უსაფრთხო მიგრაციის თემებზე IOM-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა კოლეჯ „ბლექსიში“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კოორდინატორმა  პროფესიულ სტუდენტებს ინფორმირებული...

მასწავლებელთა სახლის შეხვედრა

კოლეჯ ,,ბლექსის’’ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის -,,პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა...