მარიამ ჭაღალიძე

? ვაგრძელებთ რუბრიკას „წარმატებული კურსდამთავრებული“ და წარმოგიდგენთ მზარეულის პროგრამის?‍? კურსდამთავრებულ მარიამ ჭაღალიძეს. მარიამი სულ რაღაც 1️⃣9️⃣ წლისაა და უკვე სასტუმრო ჰილტონ ბათუმის – commis chef-ია. ➡️იგი 2017 წელს შემოუერთდა ბლექსის დიდ ოჯახს და დაიწყო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ➡️„იყო მომენტი როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ვიყავი აბიტურიენტი და ჩემს ირგვლივ ყველა ელოდებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩემს სტუდენტობას.?‍? თუმცა, ბაზრის მოთხოვნისა და მოკლე პერიოდში დასაქმების უპირობო პერსპექტივის გამო გადავწყვიტე კოლეჯში ჩაბარება“. ➡️მარიამი სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა აქტიობებში ჩართულობით. იღებდა მონაწილეობას კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და კონფერენციებში. ➡️პრაქტიკის შემდეგ კარიერაში პირველი ნაბიჯები – “პიაცაპაბსა” და “ლა ბრიოშში” გადადგა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობითა, მიზანდასახულობით იკვლევდა გზას და არ უშინდებოდა დაბრკოლებებს, სწორედ ამიტომ საკუთარი თავისგან იმაზე მეტი მიიღო რასაც ელოდა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინით აგრძელებს ცოდნის გაღრმავებას. ➡️„მომავალ სტუდენტებს ვეტყოდი: კოლეჯი იძლევა წინსვლისა და წარმატების საშუალებას. მთავარია მოინდომოთ. წარმატება თავისით არ მოდის, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ საკუთარი თავი გააუმჯობესო და წარმატებაც თავისით გიპოვის“.

წარმატებული სტუდენტები:

ენვერ მეგრელიშვილი

ენვერ მეგრელიშვილი – 21 წლის სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ელექტრიკოსის სპეციალობის კურსდამთავრებულია. ენვერმა სსიპ პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი” და კომპანიას „ენერგო – პრო ჯორჯია” შორის გაფორმებული...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

ბოლო სიახლეები

ცირა მახარაძე

„ბლექსი“ არის ბარიერის დაძლევის და რეალიზების შესაძლებლობა“ - ცირა მახარაძე, კონდიტერი, კოლეჯ ,,ბლექსის’’ წარმატებული კურსდამთავრებული. კონდიტერის პროფესიას ცირა კოლეჯში დაეუფლა. საკუთარი შესაძლებლობები, „ბლექსის“ დიდი ოჯახის...

ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის ,,ელექტროობა’’ - შემდეგი მოდულების განსახორციელებლად: 1. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები 2. ელექტრული წრედები 3. მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4. ელექტრული ტექნოლოგია 5. ელექტრული...

Your Next Choice: 10 Drones for Kids Ranked Best to Worst

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...