დათუნა მიქაუტაძე

დათუნა მიქაუტაძე – კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ დასაქმდა. ამბობს, რომ სურდა პროფესიონალი შემდუღებელი გამხდარიყო და საზღვარგარეთ დასაქმებულიყო. ამ სურვილის ასრულებაში კი კოლეჯი „ბლექსი“ დაეხმარა. „ ყოველთის მინდოდა რომ ჩემს საქმეში მაქსიმუმს მიმეღწია. მემუშავა დიდ ქარხნებში ან ნავთობ მომპოვებელ პლათფორმაზე შემდუღებლად. შეუძლებელია საზღვარგარეთ მოყვარულმა შემდუებელმა დასაქმდეს. სწორედ კოლეჯში ნასწავლმა და მიღებულმა დიპლომმა განაპირობა ჩემი საზღვარგარეთ დასაქმება. რომ არა კოლეჯი „ბლექსი“ ალბათ ვერ ვიქნებოდი ისეთი პროფესიონალი როგორიც ეხლა ვარ“ . იხსნებეს კოლეჯში სწავლის პერიოდს: „ბათუმში ვცხოვრობდი. თითქმის ყოველ დღიურად ბათუმიდან შუახევში დავდიოდი. ამ ყველაფერში დავით ( დავით კონცელიძე) მასწავლებელი მეხმარეობდა, რადგანაც ისიც ბათუმიდან შუახევში დადიოდა. დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის იქ ყოფნა.“ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა – „მინდა კიდევ უფრო განვითარდე. მაქვს სამუშაო ვიზა და მსურს კანადაში მუშაობის დაწყება, რადგან ანაზღაურება მაღალია.

წარმატებული სტუდენტები:

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე...

ნაი კაკაბაძე

კოლეჯის „ბლექსი“ კურსდამთავრებული – ნაი კაკაბაძე ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმეა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ხელსაქმით იყო გატაცებული. ნაი ფრანგული ენა და ლიტერატურის სპეციალისტია. თუმცა, მას არასდროს...

ბოლო სიახლეები

განათლების საერთაშორისო დღე

განათლების საერთაშორისო დღის 2025 წლის თემა ხელოვნური ინტელექტია. გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, ხელოვნური ინელექტის გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ მან არ უნდა ჩაანაცვლოს სწავლის...

საგრანტო კონკურსი პროფესიული სტუდენტებისთვის

კოლეჯი ,,ბლექსი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების - „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს - გაცვლით პროგრამაში...

ნარჩენების სეპარაციაში ჩართული პროფესიული სტუდენტები

საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და პრაქტიკული სწავლება -როგორ დავიცვათ გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული სტუდენტები ბათუმში სეპარაციის საამქროში იმყოფებოდნენ. ნარჩენების მართვა...