ნინო აბაშიძე

??ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულია. 2014 წელს ნინომ შექმნა ბრენდი „ნინია აბაშიძის ხელნაკეთი აქსესუარები“ და საკმაო წარმატებას მიაღწია საკუთარ ბიზნესში. ????????„ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე დიდი წარმატებაა ის, რომ მოვახერხე პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაც. ნაწარმი იყიდება ამერიკაში, საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში სადაც უკვე მყავს მომხმარებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ და რომლებიც ჩემს მიერ შექმნილი აქსესუარების რეალიზებას ახდენენ თავიანთ ქვეყნებში“. ? ბლექსის ოჯახის წევრობა მხოლოდ ნინოს და მისი მეუღლის ბლექსელობით არ შემოიფარგლება, გასული წლის შემოდგომაზე ინტეგრირებულ მოდულურ პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ კოლეჯში ჩაირიცხა მათი შვილი – ერეკლე ჩარიევი. ??‍?„საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით კოლეჯში ჩაბარება ვურჩიეთ ჩვენს შვილს. ვიცით, რომ კოლეჯში საფუძვილიან განათლებას მიიღებს, კმაყოფილი იქნება გარემოთი და რაც მთავარია დასაქმდება უმოკლეს ვადაში. გარდა ამისა ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლა მას მისცემს საშუალებას პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღოს სრული ზოგადი განათლება“. ?‍??‍? „კოლეჯმა მომცა სრულფასოვანი განათლება და სწორი მიმართულება. შედეგად მომხმარებელს ვთავაზობ დახვეწილ, სრულყოფილ, ხარისხიან პროდუქციას, სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ კოლეჯს ჰყავს ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული“.

წარმატებული სტუდენტები:

ნიკა აბულაძე

კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული სტუდენტი ნიკა აბულაძე „ენერგო პრო ჯორჯიას“ სტიპენდიანტი გახდა.ნიკა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე „ელექტროობა“ წელს ჩაირიცხა აკადემიური მოსწრება, სწავლის მოტივაცია  და შემდეგ დასაქმების...

დათუნა მიქაუტაძე

დათუნა მიქაუტაძე - კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე...

ბოლო სიახლეები

ქართული ტრადიციული სამოსი

მოკინძული ქართული ამბავი ,,ბლექსელი" თერძებისგან. თითოეული ნამუშევარი პროფესიული სტუდენტების ხელით არის შექმნილი

ბარმენთა საერთაშორისო დღე -მასტერკლასი კოლეჯ “ბლექსიში”

ბარმენთა საერთაშორისო დღე  მასტერკლასით აღინიშნა კოლეჯ „ბლექსიში“.  კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა ცეზარ დიასამიძემ პროფესიული სტუდენტებისთვის  200 წლიანი ისტორიის მქონე კოქტეილი „ვისკი საუერი“ მოამზადა. შეხვედრისას...

პროფორიენტაცია სამხედრო მოსამსახურეებისთვის

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორმა და სასწავლებლის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა სამხედრო მოსამსახურეებისა...