ვაჟა ირემაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულს ვაჟა ირემაძეს.

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ღვინის ტექნოლოგიების მსმენელი 18 კვირის განმავლობაში სწავლობდა.

ვაჟას საოჯახო მეურნეობა აქვს. „კარგი და ხარისხიანი ღვინის დაწურვა/დავარგება, მოითხოვს ამ სფეროში მეტ ცოდნას, შესაბამისად გადავწყვიტე სწავლა და ჩავაბარე კოლეჯ „ბლექსიში“-გვიყვება ვაჟა ირემაძე.

ამბობს რომ დასაწყისში სწავლა  ნაკლები მოლოდნით დაიწყო. „წარმომედგინა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ვერ იქნებოდა ყველა ის შესაძლებლობა, რაც საჭირო იყო  მეღვინეობის სწავლისთვის, მაგრამ შევცდი. კოლეჯი „ბლექსი“  და პროფესიული სწავლება არის შესაძლებლობა მოკლე დროში დაეუფლო პროფესიას“

სწავლის დასრულების შემდეგ ღვინის ქარხანაში მუშაობა დაიწყო, პარალელურად კი  მიღებულ ცოდნას საოჯახო მეურნეობის განვითარებაში იყენებს. „სწავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი“- ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული.

სამომავლოდ ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების გაგრძელებას აპირებს. „ამ დარგში ძლიერი მეღვინე ვიქნები“- ამბობ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული ვაჟა ირემაძე.

წარმატებული სტუდენტები:

ედნარ მიქელაძე

2017 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ სასტუმრო საქმისმწარმოებლის სპეციალობა. ედნარი სმენადაქვეითებულია. კოლეჯში მისი მეუღლის დახმარებით მოხვდა. საწარმოო პრაქტიკაზე სასტუმრო ,,ჰილტონში“ განაწილდა. ,,ძალიან კმაყოფილი ვარ...

დათუნა მიქაუტაძე

დათუნა მიქაუტაძე - კოლეჯ „ბლექსის“ შუახევის მისამართზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმაზე- „შედუღება“ სწავლობდა. ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დიდ ქარხანაში METAL 44-შია დასაქმებული. მანამდე კოლჯში სწავლის დასრულებისთანავე...

ბოლო სიახლეები

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

10 Best Ways to Use and Personalize Your New Apple Watch

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

“იატაკისა და კედლის მოპირკეთება ფილებით”- რეგისტრაცია დაიწყო

ისწავლე იატაკისა და კედლის მოპირკეთება ფილებით ,16 კვირაში, სახელმწიფო დაფინანსებით! კოლეჯი "ბლექსი" იწყებს რეგისტრაციას მომზადების პროგრამაზე: "იატაკისა და კედლის მოპირკეთება ფილებით". გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ...