კოლეჯ ,,ბლექსში’’ ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 01 ივლისიდან 09 ივლისის ჩათვლით
საბუთების მიღება: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე . საბუთები არ მიიღება დასვენების დღეებში (შაბათ-კვირა)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მინიმუმ საბაზო (10 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი; დიპლომი) ასლი , ცნობა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ.
წვევამდელის ასაკს მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
არასრულწლოვანი აპლიკანტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
• საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
• საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)
აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი/აპლიკანტის წარმომადგენელი, ასევე წარმოადგენს:
ა) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
ბ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
გ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს
ე) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას (საჭიროების შემთხვევაში)
მ.ლერმონტვის N 92 ა
info@blacksea.edu.ge
blacksea.edu.ge
+995 422 24 77 50


