აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების – „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა” ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების შერჩევის მიზნით გამოცხადდეს საბუთების მიღება 2026 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდეს გერმანიაში. ქ. ბერლინში 2026 წლის 28 ივნისიდან 03 ივლისის ჩათვლით, თანახმად №3 დანართისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების – „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა” ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის მონაწილეთა შეფასებისა და გამარჯვებული პროფესიული განათლების მასწავლებლის გამოვლენის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონკურსანტი ფასდება ქულათა სისტემით. კონკურსანტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება, კომისიის წევრთა მიერ გაცემული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით.
კონკურსში გამარჯვებულია პროფესიული განათლების მასწავლებელი/მასწავლებლები, რომელიც/რომლებიც მიიღებს/მიიღებენ კონკურსის მონაწილეთა შორის, უმაღლეს შეფასებას/შეფასებებს. თანაბარი ხმების არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის – „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში პროფესიული მასწავლებლების “პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“ საგრანტო საკონკურსო პირობები და მოთხოვნები
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის წარდგენა – 2026 წლის 12 ივნისი – 16 ივნისი;
II ეტაპი – განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 16 ივნისი;
III ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 17 ივნისი;
IV ეტაპი – შერჩევა – 2026 წლის 17 ივნისი.
მოთხოვნები:
ა) კოლეჯის „ბლექსი“ მოქმედი პროფესიული განათლების მასწავლებელი,
ბ) პროფესიულ განათლებაში მოღვაწეობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება,
დ) კონკურსში მონაწილე კანდიდატი არ უნდა იყოს აღნიშნული პროექტის გასული წლების მონაწილე.
სასურველი მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ,
ბ) სამოტივაციო წერილი,


