აჭარის მთების დასალაშქრად რეგისტრაცია გადამზადების პროგრამაზე ,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ დაიწყო.
გადამზადება 8 კვირაში.
ხულო, ქედა, შუახევი და ქობულეთი – სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც დაწესებულებაში ასევე, ველურ ბუნებაში. რეგისტრაცია გაიარეთ საიტზე vet.emis.ge
რეგისტრაცია: 10 დეკემბერიდან 26 თებერვლის ჩათვლით. დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება, სამუშაო/პრაქტიკული გამოცდილება, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა“, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
მსმენელები აიღებენ ორენოვან სერტიფიკატს.
კოლეჯის პარტნიორები: სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი. სწავლება დაფინანსებულია პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia.
კურსდამთავრებულს შესაძლებელია დასაქმდეს: ტურისტულ კომპანიაში, სასტუმროში ან იყოს თვითდასაქმებული მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლად
სალაშქრო გამყოლის პროფესიული გადამზადების პროგრამის სწავლის შედეგები:
სალაშქრო გამყოლის პროფესიული მახასიათებლების აღწერა
ორიენტირება, ნავიგაცია და სალაშქრო ტურის დაგეგმვა
პირველადი გადაუდებელი დახმარება
აჭარის ისტორიულ – გეოგრაფიული მახასიათებლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეთნოლოგიური თავისებურებების აღწერა. გამყოლობა მთიანი აჭარის სხვადასხვა სირთულის ბილიკებზე, სალაშქრო ტექნიკისა გამოყენებით და უსაფრთხოების წესების დაცვით.
მთიანი აჭარაში ისტორიული ან/და ახალი ბილიკის დაგეგმვა, გავლა და პასპორტიზაცია
დაგვიკავშირდით: info@blacksea.edu.ge
591 956 549

