5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი.
შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები.
პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო ვიზიტებს.
პროექტი ‘’Laying the Foundations’’ მიზნად ისახავს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სტუდენტებს შესძინოს კომპეტენციები, განივითარონ რბილი უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე.
პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროფესიული განათლებისა და გაძლიერება.
პროექტი ოთხ ძირითადად მიმართულებას მოიცავს:
1. სტუდენტთა კომპეტენციების გაძლიერება;
2. სწავლების ხარისხის გაუმჯობესება (Quality & Capacity Building);
3. ინკლუზიურობის ხელშეწყობა;
4. პარტნიორობა და თანამშრომლობა -გამოცდილების გაზიარება.
პროექტ ‘’Laying the Foundations’’-ის მისია არის პროფესიული განათლების მიღების პროცესში ინკლუზიურობისა და ინოვაციური მიდგომების გაძლიერება. ციფრული წიგნიერების ხელშეწყობითა და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნით.
პროექტი სამწლიანია. შემდეგი შეხვედრა გაიმართება მოლდოვაში.
პროექტის მონაწილეები:
EVBB, AKMI, BK CONSULT GmbH, Skills Together, Școala Profesională Nr.5 din Chișinău, Lviv Professional College of Hotel, Khmelnytskyi VET Centre, Ministry of Education (Ukraine)

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

შეხვედრები ბიზნეს სექტორთან

კოლეჯი ,,ბლექსი", გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად, ექსპო ბათუმი 2025 წლის ფარგლებში, კომპანიებს გავაცანით პროგრამები. ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა...

ღია კარის დღე კოლეჯ ,,ბლექსში”

გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოების დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ.   შეხვედრას საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამებით დაინტერსებული ადამიანები ესწრებოდნენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს...

კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის" მშენებარე კამპუსი...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!