კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი საქართველოს განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად კოლეჯ ,,ბლექსის” მშენებარე კამპუსი დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, კაფეტერია, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. პროექტით 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლიცაა გათვალისწინებული.
კოლეჯში დაგეგმილია 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მომსახურებების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებებით.
მინისტრები ასევე სასწავლებლის ცენტრალურ კამპუსში იმყოფებოდნენ. სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს. გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას. შეხვედრა გამართეს კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და სასწავლებლის ადმინისტრაციასთან.

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

შეხვედრები ბიზნეს სექტორთან

კოლეჯი ,,ბლექსი", გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად, ექსპო ბათუმი 2025 წლის ფარგლებში, კომპანიებს გავაცანით პროგრამები. ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა...

ღია კარის დღე კოლეჯ ,,ბლექსში”

გარემოსდაცვითი მიმართულებით პროფესიული მომზადების პროგრამებზე, მიმდინარე რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებულ საზოგადოების დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ.   შეხვედრას საჯარო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამებით დაინტერსებული ადამიანები ესწრებოდნენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს...

5 ქვეყნის წარმომაგენელი კოლეჯში

კოლეჯ ,,ბლექსში“ Erasmus + პროექტის ფარგლებში, 5 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა- იტალია, გერმანია, ბელგია, მოლდოვა, საბერძნეთი. შეხვედრებს ონლაინ ესწრებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ სტუდენტებს შორის სასწავლო...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!