ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მინიმუმ საბაზო (10 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი; დიპლომი) ასლი , ცნობა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ.
- წვევამდელის ასაკს მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- შედუღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტმა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა
- არასრულწლოვანი აპლიკანტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა)
აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი/აპლიკანტის წარმომადგენელი, ასევე წარმოადგენს:
ა) ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში, დამოწმებულს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
ბ.ა) აუდიოგრამას (სმენის დარღვევისას);
ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემულ ცნობას (მხედველობის დარღვევისას);
გ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობას, ქცევითი და ემოციური აშლილობისას;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს
ე) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას (საჭიროების შემთხვევაში)
საბუთების მიღება: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე
საბუთები არ მიიღება დასვენების დღეებში (შაბათ-კვირა)
მის: მ.ლერმონტვის N 92 ა
blacksea.edu.ge
+995 422 24 77 50

