ბლექსელმა ,,ფენიქსელებმა“ ბევრი იშრომეს, ისწავლეს, იცელქეს და რამდენიმე დღიან ბანაკში წასვლა დაიმსახურეს.
აწყურში გატარებული საოცარი დღეების თავგადასავლებს გაგიზიარებთ ბანაკის პირველი დღის სამუშაო გეგმა: ტრენერების (ლიდერების) წარდგენა, მონაწილეების და საბანაკე ბაზის გაცნობა, ბანაკის წესებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მონაწილეთა მოლოდინების გარკვევა და ჩაღრმავებული გაცნობა, გუნდის შეკვრის სავარჯიშოების გამოყენება.
ბანაკის მიზანი იყო „ბლექსის“ ახალგაზრდული კლუბის „ფენიქსის“ წევრებისთვის გარემოსდაცვითი კომპეტენციების (ცოდა, უნარები, ფასეულობები) განვითარება.
საბანაკე პროგრამა გულისხმობდა სხვადასხვა ტიპის თემატურ აქტივობებს – გუნდის შეკვრის სავარჯიშოები, „არდატოვო კვალი“ პრინციპის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, ლაშქრობა სპორტული და შემეცნებითი თამაშები.