ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი ,,ფიროსმანი ექსპრესია”.
კულინარიის სიყვარული ნიკასთვის ბავშობიდან იწყება. ,, მიყვარდა კერძების მომზადება და ექსპერიმენტები ჩატარება. როცა ვხედავდი, როგორ უხაროდათ ჩემი მომზადებული კერძების მირთმევა, მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რაც მახარებს და მინდა პროფესიონალი გავხდე,”-ამბობს ნიკა.
მისთვის კულინარია ხელოვნებაა ,, განსხვავებული ინგრედიენტების შერწყმა, გემოს თამაში და კერძებით ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება– ეს მაძლევს დიდ მოტივაციას,”- გვითხრა ნიკოლას ბაკურიძემ,
კოლეჯის შესახებ სასწავლებლის კურსდამთავრებულებიდან და კულინარიის სფეროში დასაქმებულებისგან გაიგო. მიაჩნია, რომ ,,ბლექსიში” მეგობრული გარემოა ,,ადგილი სადაც შეგიძლია განვითარდე. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ,,ბლექსი’’ იქნებოდა იდეალური ადგილი ჩემი პროფესიული გზის დასაწყებად”,- ამბობს ნიკოლასი.
დიდი გეგმები აქვს- საკუთარი რესტორნის გახსნა. ,,ისეთი ადგილი მინდა შევქმნა, სადაც ადამიანები მენიუთი და ატმოსფეროთი გემრიელ ემოციებს მიიღებენ. მინდა ჩემთან მოსულმა ადამიანებმა თითოეულ კერძში ჩემი შრომა, სიყვარული და შემოქმედება იგრძნონ.“- ამბობს ნიკა ბაკურიძე

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

საბუთების მიღება

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ნოემბრიდან 14 ნოემბრის  ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მინიმუმ საბაზო (10 კლასი) განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის  ( ატესტატი; დიპლომი) ...

საბუთების მიღება

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ნოემბრიდან 14 ნოემბრის  ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მინიმუმ საბაზო (10 კლასი) განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის  ( ატესტატი; დიპლომი) ...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!