ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიულ განათლებაში

,,თანამედროვე სტუდენტი შეცვლილია. მას სჭირდება მეტი ინტერაქტიურობა და სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე. შესაბამისად, სასწავლო პროცესი უნდა მოერგოს ამ საჭიროებებს“- Vlada Khimenko კოლეჯ ,,ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი/ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებული.
პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე მასწავლებელმა ვლადა ხიმენკომ განიხილა ხელოვნური ინტელექტის გავლენა პროფესიული განათლებაზე. წარმოადგინა სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემების მაგალითები და მათი შედარებითი ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიცენზირებული მონაცემების გამოყენებასა და პლაგიატის შემოწმების მეთოდებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის.
მომხსენებელმა პრაქტიკულად აჩვენა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული სურათებისა და ვიდეოების მაგალითები, რომლებსაც უკვე აქტიურად იყენებს სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნაში. ჩამოაყალიბა მოსაზრებები როგორ შეიცვლება პროფესიული განათლება მომავალში და რომელმა პროფესიებმა შეიძლება დაკარგოს აქტუალობა, მაშინ როცა ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდება.
ვლადა ხიმენკომ კონფერენციისას კოლეგებს გაუზიარა ესტონეთის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ,, კოლეჯში გამოყოფილია საშტატო ერთეული – ,,ელექტრონული სასწავლო რესურსების მენეჯერი“, რომელიც პასუხისმგებელია მასწავლებელთა მხარდაჭერაზე აღნიშნული მიმართულებით, კოლეჯში განსაზღვრულია შესაბამისი ბიუჯეტი ხელოვნური ინტელექტის ფასიანი სერვისების შესაძენად და მასწავლებლები და სტუდენტები სარგებლობენ აღნიშნული სერვისებით. რეკომენდებულია აპრობირებული გამოცდილების გაზიარება და მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის შესაბამისი უნარების განვითარება, მათი შესაძლებლობათა არეალის გაფართოება“.
ხელოვნური ინტელექტის რესურსი;
კონფერენცია ჩატარდა ,,ბლექსის’’ და სსიპ კოლეჯი ” ახალი ტალღა” ორგანიზებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისა და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

სიახლე-ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის!

უკვე ცნობილია მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში მესამე საგნად რომელი საგნები უნდა აირჩიოთ! თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ კოლეჯ ,,ბლექსში“ - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის...

ვაკანსია

პოზიციის დასახელება - სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ორგანიზაცია - სსიპ კოლეჯი "ბლექსი" მისამართი - ქედა, წერეთლის ქ. N4 განცხადების პერიოდი - 15.01.2026 – 31.01.2026 თანამდებობრივი სარგო...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

კოლეჯ ,,ბლექსში" რეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 15 დეკემბერს გარემოს დაცვითი მონიტორინგი-10:00 ნარჩენების მართვა- 16:00 მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება 16დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვა- 11:00 თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ.ლერმონტოვის...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!