საერთაშორისო კონფერენცია 2024

პროფესიული განათლების გულშემატკივრებისთვის განვაგრძობთ ინფორმაციის მოწოდებას  პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული თემების შესახებ.

,,დუალური პროგრამის წარმატების საიდუმლო კოლეჯსა და სასტუმროს შორის მჭიდრო თანამშრომლობაშია“-  ნათია სტამბოლიშვილი,  კომპანია ,,Marriott“, HR ლიდერი ნათია სტამბოლიშვილი  საერთაშორისო  კონფერენციის  ,,პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა (პროფესიული განათლების მასწავლებელი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში)“   მომხსენებელი იყო.

კომპანია ,,Marriott“-ის  HR ლიდერმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა დუალური პროგრამების განხორციელების გამოცდილება და მიღწევების პარალელურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. დუალური პროგრამების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ნათია სტამბოლიშვილმა გამოკვეთა შემდეგი საჭიროებები:

  1. პროგრამის განმახორციელებელთა (კოლეჯი და კომპანია) შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით პროფესიული სტუდენტის ჩანაწერების ჟურნალის გაციფრულება, რომელზეც წვდომა ექნებათ კომპანიას, კოლეჯსა და პროფესიულ სტუდენტს.
  2. კომპანიათა გააქტიურების საჭიროება  დუალური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მეტი ჩართულობა პროფორიენტაციის პროცესში.
  3. პროგრამაში ინსტრუქტორთა ჩართვისა და გადამზადების სისტემური პოლიტიკას ჩამოყალიბება;
  4. პროფესიულ სტუდენტთა ანაზღაურების პოლიტიკის გადახედვა და მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

ინფორმაციისთვის  კომპანია ,,Marriott“-ის  HR ლიდერს დუალურ პროგრამებთან მიმართებით კოლეჯთან თანამშრომლობის ექვსწლიანი გამოცდილება გააჩნია.

კონფერენცია ჩატარდა ,,ბლექსის’’ და  სსიპ კოლეჯი ” ახალი ტალღა” ორგანიზებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით

გაგრძელება იქნება…💙

იხილეთ სხვა საგანმანათლებლო პროგრამები

ბოლო სიახლეები

კოლეჯში ჩასარიცხ აპლიკანტების საყურადღებოდ!

ჩასარიცხმა აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით. წარმოსადგენი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მინიმუმ საბაზო (9 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი;...

აპლიკანტების საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდის/ მოტივაციური გასაუბრების შედეგები vet.emis.ge-ზე, თქვენს საგამოცდო ბარათზე უკვე ასახულია თუ ერთზე მეტ პროფესიაზე ხართ დარეგისტრირებული აუცილებელია, მონიშვნა გააკეთოთ იმ პროფესიულ პროგრამაზე,...

კულინარიული თავგადასავალი-შუალედური შეფასება

კულინარიის ხელოვნების (დუალური პროგრამა) პროფესიული სტუდენტებისთვის შუალედური შეფასება ჩატარდა. პროფესიულ სტუდენტებს კომისია აფასებდა. ზემოთ გაგიზიარეთ რამდენიმე პროფესიული სტუდენტის რამდენიმე ნამუშევარი. ხემსის გარდა პროფესიულ სტუდენტებს ძირითად8ი კერძიც უნდა...

Want to stay up to date with the latest news?

We would love to hear from you! Please fill in your details and we will stay in touch. It's that simple!