სულიკო მახარაძე

2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ ბუღალტერიის სპეციალობა, 2017 წელს კი მზარეულის სპეციალობას დაეუფლა. ,,თავიდან დიდი სურვილი მქონდა ბუღალტერიის სპეციალობაზე მესწავლა. მართალია ავისრულე ოცნება, მაგრამ სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მზარეულობა უფრო მიზიდავდა და სულ კოლეჯის ,,ბლექსი“ სამზარეულოსკენ გამირბოდა თვალი, მეც მინდოდა კერძები მომემზადებინა და დაგემოვნებაშიც მიმეღო მონაწილეობა. 2017 წელს დავამთავრე მზარეულის სპეციალობა, კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე გამაგზავნეს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა გამიფორმა შრომითი ხელშეკრულება. მინდა გადავუხადო მადლობა კოლეჯს, პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩემს კურატორს მაია მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმა და პიროვნულმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი არჩევანის სისწორეში. დღეს დასაქმებული ვარ სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ბათუმი“, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმიანობას და ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე“.

წარმატებული სტუდენტები:

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს. სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. კურსდამთავრებული ქედაში სოფელ...

პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ...

ბოლო სიახლეები

არაფორმალური განათლების აღიარება-რეგისტრაცია

შენც შეგიძლია არაფორმალური განათლების ტრანსფერი-გახდი მაძიებელი დარეგისტრიდიhttps://retraining.hrajara.gov.ge/non-formal-education/ შეავსე განაცხადი და დარგის ექსპერტების დახმარებით აიღე შენი კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან დიპლომი). არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია ფორმალური...

საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღის თემები: • AI ინსტრუმენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის გურამ დავითლიძე - გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელი; პროფესიული...

აწყურის ბანაკი- ახალგაზრდული კლუბი

ბლექსელმა ,,ფენიქსელებმა“ ბევრი იშრომეს, ისწავლეს, იცელქეს და რამდენიმე დღიან ბანაკში წასვლა დაიმსახურეს. აწყურში გატარებული საოცარი დღეების თავგადასავლებს გაგიზიარებთ ბანაკის პირველი დღის სამუშაო გეგმა: ტრენერების (ლიდერების)...