სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს

სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე მუშაობისა პერიოდში არის ჩაწერილი.

კურსდამთავრებული ქედაში სოფელ კვაშტაში ცხოვრობდა, როდესაც შედუღების პროგრამაზე სწავლა დაიწყო. „ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე, სადაც ავტობუსები შუახევისკენ მოძრაობენ 6 კმ-ს ყოველ დღეს ფეხით გავდიოდი,  ველოდებოდი დავით მასწავლებელს, რომელიც ქალაქიდან დადიოდა ხოლმე და მას დავყავდი კოლეჯში, კოლეჯში წასვლა მიხაროდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,  იმიტომ რომ იქ იყო ძალიან კარგი გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები და რაც მთავარია  ყოველ დღეს ახალ -ახალ რაღაცეებს ვსწავლობდი“, გვიყვება სალიხ დავითაძე

ამბობს,  „არ ველოდი თუ კოლეჯში ასეთი გარემო დამხვდებოდა. დაწყებული პროფესიონალი მასწავლებლებიდან დამთავრებული თანამედროვე საშემდუღებლო მანქანა-დანადგარებით, მეტი რაღა გინდა სწავლაზე მოწადინებულ კაცს“

გემზე დასაქმება   ანაზღაურების გამო გადაწყვიტა. „ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა ამჟამინდელ პოზიციაზე დასაქმება გაუჭირდებოდა.  სწავლა მნიშვნელოვანია. ყველას ვურჩევ,  აირჩიოს პროფესიული სასწავლებელი იმისათვის რომ პროფესია შეიძინოს“ – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული სალიხ დავითაძე.

წარმატებული სტუდენტები:

პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ...

ნინო აბაშიძე

??ნინო აბაშიძე „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროგრამის კურსდამთავრებულია. მან, 34 წლის ასაკში, მეუღლის რჩევით გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია და ჩაებარებინა კოლეჯში. მისი მეულღე ალექსი ჩარიევი, ასევე...

ბოლო სიახლეები

ღვინის ხარისხის კონტროლი და პროდუქციის რეალიზაცია-რეგისტრაცია

10 კვირაში, სრულიად უფასოდ, გადამზადდი ღვინის ხარისხის კონტროლისა და პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით. შენ შეგეძლებ: ღვინის ხარისხის კონტროლი და პროდუქციის რეალიზაცია; ლაბორატორიული და...

სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატთა შერჩევა

კოლეჯ ,,ბლექსის" სამეთვალყურეო საბჭოში კანდიდატთა შერჩევის მიზნით(პროფესიული განათლების მასწავლებლის კვოტა) არჩევნები ჩატარდა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა რჩეული გახდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კონდიტერიის" ხელმძღვანელი ნათია მესხორაძე. არჩევნებში 5...

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

პროფესიული უნარების სააგენტოს კონკურსის გამარჯვებულები, მათ შორის კოლეჯ ,,ბლექსის“ წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, გერმანიაში გამართული ტრენინგ-კურსებში მონაწილე...