პალინა ჯაღათაშვილი

პალინა ჯაღათაშვილი – 29 წლის, ცხოვრობს ქ. ბათუმში, აქვს სმენისა და მეტყველების შეზღუდვა. 2016 წელს დაასრულა სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი“ მზარეულის სპეციალობა. საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილ იქნა სასტუმროში ,,ჰილტონ ბათუმი“ და დასაქმდა იქ მზარეულის სპეციალობით. პალინამ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად დაიწყო ჟესტური ენის პოპულარიზაცია, შექმნა ჯგუფები, ჩართო სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შეასწავლა მზარეულის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტებს და მოხალისეებს საბაზისო საკომუნიკაციო ჟესტები. მონაწილეობას ღებულობდა როგორც კოლეჯის მიერ დაგეგმილ, ასევე, სხვა ღონისძიებებში: სახალისო ფლეშმობის მომზადება, ჟესტური ენა ,,ბლექსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” დაფინანსებითა და მხარდაჭერით – ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი და ა.შ. პალინამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ნამდვილ მაგალითს გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ,,მიუხედავად იმისა, რომ მე სმენადაქვეითებული ვარ და ვსაუბრობ ჟესტურ ენაზე, კოლეჯმა ,,ბლექსი“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო კომფორტულად და სრულფასოვან ადამიანად, მხარს უჭერდა ყველა ჩემს წამოწყებას და რაც მთავარია, მომცა შესაძლებლობა საზოგადოებაში თავის დამკვიდრების. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი მხარდაჭერისთვის.“

წარმატებული სტუდენტები:

მეგი კახიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი...

ნიკა ბაკურიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის” წარმატებულ კურსდამთავრებულ ნიკა (ნიკოლას) ბაკურიძეს. ნიკა ,,კულინარიის ხელოვნების” პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. სწავლის პარალელურად დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მისი სამუშაო ადგილი...

ბოლო სიახლეები

ვაკანსია ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი- ქედა განცხადების მიღების პერიოდი - 20 მაისი-20 ივნისი დეტალურ ინფორმაციას გაეცანით: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=722738 ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს...

Your Next Choice: 10 Drones for Kids Ranked Best to Worst

A collection of samples out on the table and above it that he had recently cut out of an illustrated magazine and housed in...

ცხოვრება მშვენიერია!

მოგესალმებათ WordPress. ეს თქვენი პირველი ჩანაწერია. შეცვალეთ, ან წაშალეთ იგი და დაიწყეთ ბლოგერობა!