ვაჟა ირემაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულს ვაჟა ირემაძეს.

პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ღვინის ტექნოლოგიების მსმენელი 18 კვირის განმავლობაში სწავლობდა.

ვაჟას საოჯახო მეურნეობა აქვს. „კარგი და ხარისხიანი ღვინის დაწურვა/დავარგება, მოითხოვს ამ სფეროში მეტ ცოდნას, შესაბამისად გადავწყვიტე სწავლა და ჩავაბარე კოლეჯ „ბლექსიში“-გვიყვება ვაჟა ირემაძე.

ამბობს რომ დასაწყისში სწავლა  ნაკლები მოლოდნით დაიწყო. „წარმომედგინა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ვერ იქნებოდა ყველა ის შესაძლებლობა, რაც საჭირო იყო  მეღვინეობის სწავლისთვის, მაგრამ შევცდი. კოლეჯი „ბლექსი“  და პროფესიული სწავლება არის შესაძლებლობა მოკლე დროში დაეუფლო პროფესიას“

სწავლის დასრულების შემდეგ ღვინის ქარხანაში მუშაობა დაიწყო, პარალელურად კი  მიღებულ ცოდნას საოჯახო მეურნეობის განვითარებაში იყენებს. „სწავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის რომ გახდე პროფესიონალი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი“- ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული.

სამომავლოდ ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების გაგრძელებას აპირებს. „ამ დარგში ძლიერი მეღვინე ვიქნები“- ამბობ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებული ვაჟა ირემაძე.

წარმატებული სტუდენტები:

მეგი კახიძე

გაგაცნობთ კოლეჯ ,,ბლექსის“ კურსდამთავრებულ ელექტრიკოსს მეგი კახიძეს. მეგი კახიძემ კოლეჯში ,,ბლექსი“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელექტროობა“ პროფესიული სტუდენტი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ მეგიმ მუშაობა მისი...

სალიხ დავითაძე

გაგაცნობთ კოლეჯ „ბლექსის“ კურსდამთავრებულ სალიხ დავითაძეს სალიხი კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „შედუღება“ შუახევის მისამართზე 7 თვის განმავლობაში სწავლობდა. ახლა გემზე შემდუღებლად მუშაობს. ინტერვიუც მისი გემზე...

ბოლო სიახლეები

რეგისტრაცია დაიწყო (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის” მომზადების პროგრამაზე

ჰესებში სწავლისა და დასაქმების სწრაფი გზა- რეგისტრაცია დაიწყო.  ,,ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორის" მომზადების პროგრამაზე. რეგისტრაცია: 09 ივლისი-25 აგვისტო სწავლის პერიოდი: 8 სექტემბერი-8 აპრილი სწავლას აფინანსებს...

მწვანე და სუფთა გარემო “ბლექსელებისთვის-პროექტის დახურვა

გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კოლეჯ „ბლექსიში“ საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა პროფესიულ სტუდენტებთან. პროექტი სამოქალაქო განათლების მოდულის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის  ავტორი პროფესიული...

საჯარო – კერძო დიალოგი პროფესიული უნარების განვითარებისთვის

პროფესიული განათლების საფეხურზე საჯარო-კერძო თანამშრომლობის არსებული მექანიზმების დახვეწისა და ახალი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით ბათუმში ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში „საჯარო - კერძო დიალოგი...