ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

ხანგრძლივობა:

9 კვირა

,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ბარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, კლასიკური/პოპულარული კოქტეილების, ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად, სანიტარულ – ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.
სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში: ბარი, კაფე, რესტორანი, კლუბი, კაზინო, სასტუმრო კომპლექსი, საკურორტო კომპლექსი, გასართობი კომპლექსი და სხვა ობიექტები.

სხვა პროგრამები:

იატაკისა და კედლის მოპირკეთება ფილებით

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. სწავლება განხორციელდება სამუშაოზე...

ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი

პროგრამის მიზანია მისცეს პირს შესაძლებლობა დაეუფლოს სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობას. ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟის სპეციალიზაციის მიმართულებით. მისცეს აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართლებით საჭირო ცოდნა, გამოუმუშაოს შესაბამისი...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

„ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:   საბაზო განათლება,18 წელი პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების  პროგრამაზე - „ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება“ სწავლა შეუძლია   საბაზო განათლების მქონე, 18...

ინფორმაციის ტექნოლოგია

პროგრამის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების...

მეფუტკრეობა

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა და მათთვის აღნიშნული კვალიფიკაციის მიმართულებით საჭირო ცოდნის მიცემა, შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, რათა...