ბარის ორგანიზება და ფუნქციონირება

ხანგრძლივობა:

9 კვირა

,,ბარის ორგანიზების და ფუნქციონირების” პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.
პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს: ბარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, კლასიკური/პოპულარული კოქტეილების, ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად, სანიტარულ – ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.
სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში: ბარი, კაფე, რესტორანი, კლუბი, კაზინო, სასტუმრო კომპლექსი, საკურორტო კომპლექსი, გასართობი კომპლექსი და სხვა ობიექტები.

სხვა პროგრამები:

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი“ პროფესიული გადამზადების პროგრამა ხანგრძლივობა 8 კვირა პროგრამის აღწერა: პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს გამყოლად საქმიანობის...

იატაკისა და კედლის მოპირკეთება ფილებით

პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით. სწავლება განხორციელდება სამუშაოზე...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ...

ელექტროობა

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - ელექტრიკოსის მომზადება. ელექტროტექნიკა და ენერგია - შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში,...