სასტუმროს მომსახურება

ხანგრძლივობა:

დუალური-ინტეგრირებული 2 წელი

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის სასტუმრო საქმის სპეციალისტების მომზადება.
დასაქმების შესაძლებლობები:
სასტუმრო საქმის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს საოჯახო ტიპისა და მცირე ტიპის სასტუმროს მმართველად, ან ნებისმიერი ტიპის სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში (რესტორნით და რესტორნის გარეშე) მიღება-განთავსების, ჯავშნებისა და სამეურნეო განყოფილების სპეციალისტად.

დაშვების წინაპირობა: ინტეგრირებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა-საბაზო განათლება;
დუალურ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს სასტუმროს პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების წარმართვა;
უზრუნველყოს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურები;
უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება;
უზრუნველყოს კვებისა და სასმელების მომსახურება;
უზრუნველყოს გაყიდვებისა და მარტივი მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა;
უზრუნველყოს სასტუმროს უსაფრთხოება;
უზრუნველყოს სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა;
უზრუნველყოს სასტუმროს მარაგებისა და შესყიდვების კონტროლი.

სხვა პროგრამები:

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

კულინარიის ხელოვნება

პროგრამის მიზანია როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოამზადოს საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროს და რესტორნის სამზარეულოში მუშაობას კვების ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა...

ქედისა და შუახევის მისამართის პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამები

შედუღება

პროგრამის მიზანია მესამე დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება შედუღებაში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს შეუძლია: შეადუღოს ლითონის ნაწილები...

ვენახის გაშენება და მოვლა

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური მევენახის მომზადება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა...

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ...